
მათეს სახარება 24:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.
მათეს სახარება 24:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 24:12 კონტექსტში
24:10მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.
24:11მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.
24:12და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.
24:13ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
24:14და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელ ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 24:12
- გამოცხადება 2:4თუმცა შენ წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.
- გამოცხადება 2:5მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.
- იაკობის ეპისტოლე 4:1საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?
- იაკობის ეპისტოლე 4:4მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.
- გამოცხადება 3:15ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
- გამოცხადება 2:10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
- იაკობის ეპისტოლე 5:1და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის.
- იაკობის ეპისტოლე 5:6მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ აღგდგომიათ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 24
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში