
მათეს სახარება 24:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
მათეს სახარება 24:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 24:24 კონტექსტში
24:22და რომ არ შემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.
24:23მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
24:24რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
24:25აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.
24:26ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 24:24
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:9მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:11ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
- მარკოზის სახარება 13:22რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
- გამოცხადება 13:13და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
- გამოცხადება 13:14და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
- მათეს სახარება 24:11მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:1იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:3ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 24
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში