
მათეს სახარება 24:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
მათეს სახარება 24:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 24:29 კონტექსტში
24:27ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
24:28რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
24:29და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
24:30და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.
24:31მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 24:29
- ამოსი 8:9იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.
- იოელი 3:15მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.
- ესაია 13:10რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს.
- ესაია 24:23მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას.
- მოციქულთა საქმენი 2:19მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.
- მოციქულთა საქმენი 2:20მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.
- მარკოზის სახარება 13:24და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.
- მარკოზის სახარება 13:25ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 24
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში