
მათეს სახარება 24:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
მათეს სახარება 24:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 24:37 კონტექსტში
24:35ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
24:36მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.
24:37და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
24:38ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,
24:39და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 24:37
- ლუკას სახარება 17:26და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.
- ლუკას სახარება 17:27ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.
- შესაქმე 6:1როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
- შესაქმე 6:7თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:5თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;
- ებრაელთა მიმართ 11:7რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:6ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.
- მათეს სახარება 24:39და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 24
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში