
მათეს სახარება 25:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.
მათეს სახარება 25:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 25:12 კონტექსტში
25:10როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.
25:11შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
25:12ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.
25:13მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.
25:14რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 25:12
- კორინთელთა მიმართ ა 8:3მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:19მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
- იოანე 10:27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
- ლუკას სახარება 13:26მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი.
- ლუკას სახარება 13:30და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.
- იოანე 9:31ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს.
- ფსალმუნები 5:5ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
- ფსალმუნები 1:6რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 25
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში