
მათეს სახარება 25:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;
მათეს სახარება 25:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 მარტი, 2027, ხორცის კვირა (სახარება).
მათეს სახარება 25:35 კონტექსტში
25:33და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ.
25:34მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.
25:35რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;
25:36შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.
25:37მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 25:35
- იოანეს ეპისტოლე ა 3:16იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:19ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს.
- იაკობის ეპისტოლე 2:15თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
- იაკობის ეპისტოლე 2:16ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?
- მეორე სთვლისაება 15:7თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
- მეორე სთვლისაება 15:11რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში.
- ეზექიელი 18:7არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;
- ეზექიელი 18:16არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 25
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში