
მათეს სახარება 26:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
მათეს სახარება 26:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 26:21 კონტექსტში
26:19მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი.
26:20და მწუხრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
26:21ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
26:22ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო?
26:23ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 26:21
- იოანე 13:21ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
- იოანე 6:70მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია.
- იოანე 6:71იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი.
- ებრაელთა მიმართ 4:13არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
- გამოცხადება 2:23სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თითოეულ თქვენგანს.
- ფსალმუნები 55:12რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;
- ფსალმუნები 55:14ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
- მათეს სახარება 26:2თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 26
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში