
მათეს სახარება 26:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.
მათეს სახარება 26:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 26:3 კონტექსტში
26:1და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:
26:2თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
26:3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.
26:4და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი.
26:5მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 26:3
- იოანე 18:24მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
- იოანე 11:47მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.
- იოანე 11:53იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.
- მარკოზის სახარება 14:54ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა.
- მოციქულთა საქმენი 4:25ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?
- მოციქულთა საქმენი 4:28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
- იოანე 18:13და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
- იოანე 18:15მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 26
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში