
მათეს სახარება 26:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
მათეს სახარება 26:40 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 26:40 კონტექსტში
26:38მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.
26:39ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.
26:40მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
26:41იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.
26:42მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 26:40
- მარკოზის სახარება 14:37დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა?
- ლუკას სახარება 22:45ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი,
- მათეს სახარება 26:43მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
- ლუკას სახარება 9:32ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.
- მათეს სახარება 26:35მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
- მათეს სახარება 25:5და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.
- მათეს სახარება 26:38მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.
- მსაჯულნი 9:33დილით, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს. როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ, რაც შენს ხელს ძალუძს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 26
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში