
მათეს სახარება 27:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მას მთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ.
მათეს სახარება 27:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეხუთე სახარება).
მათეს სახარება 27:11 კონტექსტში
27:9მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ;
27:10და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
27:11ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მას მთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ.
27:12და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.
27:13მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 27:11
- მარკოზის სახარება 15:2პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
- მარკოზის სახარება 15:5მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.
- ლუკას სახარება 23:2დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.
- ლუკას სახარება 23:3პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
- მათეს სახარება 26:25მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი.
- მათეს სახარება 26:64უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.
- მათეს სახარება 2:2და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.
- იოანე 18:29გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 27
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში