
მათეს სახარება 27:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
მათეს სახარება 27:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეშვიდე სახარება).
მათეს სახარება 27:38 კონტექსტში
27:36ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.
27:37და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!
27:38მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
27:39ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ
27:40და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 27:38
- იოანე 19:18სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.
- ესაია 53:12ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.
- ლუკას სახარება 23:32მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.
- ლუკას სახარება 23:33და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
- იოანე 19:31რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
- იოანე 19:35ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ.
- მათეს სახარება 27:44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
- მარკოზის სახარება 15:27მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 27
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში