
მათეს სახარება 27:60 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.
მათეს სახარება 27:60 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 27:60 კონტექსტში
27:58მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.
27:59წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში.
27:60და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.
27:61იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
27:62ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 27:60
- ესაია 53:9მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა.
- მათეს სახარება 27:66ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.
- მათეს სახარება 28:2და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.
- იოანე 20:1ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
- ლუკას სახარება 24:2მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
- მარკოზის სახარება 16:3და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
- მარკოზის სახარება 16:4მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 27
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში