
მათეს სახარება 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;
მათეს სახარება 4:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-32 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 4:15 კონტექსტში
4:13მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,
4:14რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
4:15ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;
4:16ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.
4:17შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 4:15
- ესაია 9:1მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.
- იესო ნავეს ძე 21:32ნაფთალის შტოდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში თავისი სანახებითურთ, ხამოთ-დორი თავისი სანახებითურთ და კართანი თავისი სანახებითურთ.
- იესო ნავეს ძე 20:7გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 4
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში