გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 5:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 5:25

დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.

მათეს სახარება 5:25 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის ოთხშაბათი (სახარება).

მათეს სახარება 5:25 კონტექსტში

5:23ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,

5:24დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.

5:25დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.

5:26ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.

5:27თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 5:25

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 5

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში