
მათეს სახარება 5:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
მათეს სახარება 5:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 5:38 კონტექსტში
5:36ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.
5:37არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
5:38თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
5:39ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
5:40და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 5:38
- ლევიანი 24:19ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.
- ლევიანი 24:20მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ.
- მეორე სთვლისაება 19:21ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
- გამოსვლა 21:22თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.
- გამოსვლა 21:27თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს.
- მეორე სთვლისაება 19:19ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
- მათეს სახარება 5:27თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 5
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში