
მათეს სახარება 5:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
მათეს სახარება 5:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირა (სახარება).
მათეს სახარება 5:4 კონტექსტში
5:2განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
5:3ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
5:4ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5:5ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
5:6ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 5:4
- გამოცხადება 21:4შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.
- კორინთელთა მიმართ ბ 7:9ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
- კორინთელთა მიმართ ბ 7:10ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.
- ესაია 61:2გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა;
- ესაია 61:3დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.
- იოანე 16:20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.
- იოანე 16:22თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.
- ფსალმუნები 126:5ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 5
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში