
მათეს სახარება 5:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
მათეს სახარება 5:41 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 5:41 კონტექსტში
5:39ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
5:40და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
5:41ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
5:42მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
5:43თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 5:41
- ლუკას სახარება 23:26ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.
- მათეს სახარება 27:32გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.
- მარკოზის სახარება 15:21და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 5
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში