
მათეს სახარება 6:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
მათეს სახარება 6:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 მარტი, 2027, ყველის კვირა: ადამის განდევნა სამოთხიდან (სახარება).
მათეს სახარება 6:15 კონტექსტში
6:13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
6:14თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
6:15ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
6:16და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6:17ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 6:15
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 6
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში