
მათეს სახარება 7:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
მათეს სახარება 7:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 7:8 კონტექსტში
7:6ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
7:7ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
7:8რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
7:9თუ გეგულებათ თქვენ შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 7:8
- ფსალმუნები 81:10მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.
- ფსალმუნები 81:16გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.
- ლუკას სახარება 23:42და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
- ლუკას სახარება 23:43ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
- მათეს სახარება 15:22და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.
- მათეს სახარება 15:28მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
- მოციქულთა საქმენი 9:11უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.
- ნეშტთა შორისა ბ 33:19რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 7
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში