
მათეს სახარება 8:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
მათეს სახარება 8:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 8:2 კონტექსტში
8:1როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.
8:2და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
8:3გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.
8:4და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 8:2
- ლუკას სახარება 17:12ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ
- ლუკას სახარება 17:19უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
- მათეს სახარება 18:26დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.
- მათეს სახარება 15:25ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!
- ლუკას სახარება 5:12მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
- ლუკას სახარება 5:14უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათს სამოწმებლად.
- მარკოზის სახარება 1:40მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
- მარკოზის სახარება 1:45მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 8
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში