
მათეს სახარება 9:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა.
მათეს სახარება 9:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 6 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 9:25 კონტექსტში
9:23შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;
9:24და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას.
9:25და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა.
9:26და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს.
9:27იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო!
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:25
- მარკოზის სახარება 9:27მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა.
- მარკოზის სახარება 5:41ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ!
- მარკოზის სახარება 1:31მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.
- ლუკას სახარება 8:54ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;
- მოციქულთა საქმენი 9:40პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
- მოციქულთა საქმენი 9:41ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.
- მარკოზის სახარება 8:23ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში