
მიქა 1:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
მიქა 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
მიქა 1:13 კონტექსტში
1:11ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ.
1:12რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
1:13შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
1:14ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს; აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს.
1:15ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.
პარალელური ადგილები: მიქა 1:13
- ნეშტთა შორისა ბ 32:9ამის შემდეგ სანხერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრითურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მორჩილნი იერუსალიმში იეხიზკიაჰუს, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ:
- იესო ნავეს ძე 10:3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
- გამოცხადება 2:20მაგრამ მაქვს შენ წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცდუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.
- ნეშტთა შორისა ბ 11:9ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
- გამოცხადება 2:14მაგრამ მაქვს შენ წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.
- ესაია 37:8დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლახიშიდან დაძრულა იგი.
- ესაია 10:31მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს.
- იერემია 3:8დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა.
განაგრძე კითხვა: მიქა 1
სრულად წაიკითხე: მიქა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში