
ნეემია 11:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე.
ნეემია 11:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 11:14 კონტექსტში
11:12მათი ძმები, რომელნიც სახლის სამსახურს ეწეოდნენ, რიცხვით რვაას ოცდაორნი იყვნენ. ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე,
11:13და მისი ძმები - მამისსახლთა თავკაცები, ორას ორმოცდაორნი იყვნენ. ყამაშსაი ყაზარელის ძე, ახაზაის ძე,- მეშილმოთის ძე, იმერის ძე.
11:14მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე.
11:15ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე,
11:16შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან.
განაგრძე კითხვა: ნეემია 11
სრულად წაიკითხე: ნეემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში