
ნეემია 13:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი.
ნეემია 13:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 13:10 კონტექსტში
13:8ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე.
13:9ვუბრძანე, რომ გამოესუფთავებინათ ოთახები და იქ დაებრუნებინათ ღვთის სახლის ჭურჭლეული, საძღვნო და საკმეველი.
13:10გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი.
13:11ვედავე წინამძღვრებს და ვუთხარი: რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.
13:12მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.
პარალელური ადგილები: ნეემია 13:10
- ნეემია 10:37ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
- მალაქია 3:8განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.
- ნეემია 12:47ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.
- ნეემია 12:28შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათელთა სოფლებიდან,
- ნეემია 12:29ბეთ-ჰაგილგალიდან და გებაყისა და ყაზმავეთის მინდვრებამდე; რადგან მგალობლებმა იერუსალიმის სანახებში გაიშენეს სოფლები.
- მეორე სთვლისაება 12:19იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე.
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:17ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 13
სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში