
ნეემია 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.
ნეემია 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 3:16 კონტექსტში
3:14თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.
3:15წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.
3:16მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.
3:17მის იქით ამაგრებდნენ ლევიანები: რეხუმ ბანის ძე; მის გვერდით თავისი ოლქის სახელით ამაგრებდა ხაშაბია, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი,
3:18მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები: ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი.
პარალელური ადგილები: ნეემია 3:16
- ნეემია 3:12მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.
- ნეემია 3:9მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი.
- მოციქულთა საქმენი 2:29კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენ შორისაა დღევანდელ დღემდე.
- ესაია 22:11მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ.
- ნეემია 3:14თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.
- იესო ნავეს ძე 15:58ხალხული, ბეთ-ცური და გედორი;
- ესაია 7:3უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,
- ნეშტთა შორისა ბ 11:7ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
განაგრძე კითხვა: ნეემია 3
სრულად წაიკითხე: ნეემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში