
ნეემია 3:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თაეისი სახლის წინ.
ნეემია 3:28 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 3:28 კონტექსტში
3:26შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე.
3:27მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკოაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე.
3:28ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თაეისი სახლის წინ.
3:29მათ იქით თავისი სახლის წინ ამაგრებდა ცადოკ იმერის ძე. მის იქით ამაგრებდა შემაია შექანიას ძე, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი.
3:30მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ ხანანია შედემიას ძე და ხანუნი, ცალაფის მეექვსე ვაჟი. მის იქით თავისი ოთახის წინ ამაგრებდა მეშელამ ბერექიას ძე.
პარალელური ადგილები: ნეემია 3:28
- ნეშტთა შორისა ბ 23:15გზა მისცეს და წავიდა სახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს.
- იერემია 31:40მთელი ხეობა გვამებისა და ნაცრისა, ყველა ნახანძრალი ადგილი კიდრონის ხევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრის, არ განადგურდების უკუნითი უკუნისამდე.
- ნეემია 3:23მათ იქით თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავისი სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაყასეიას ძე, ყანანიას ძე.
- ნეემია 3:10მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 3
სრულად წაიკითხე: ნეემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში