
ნეემია 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვეს: დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ. მღვდელს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რათა ის სიტყვა შეესრულებინათ.
ნეემია 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 5:12 კონტექსტში
5:10მე, ჩემი ძმებიცა და ბიჭებიც, ვალად ვაძლევდით ვერცხლსა და ხორბალს. მოდით, მივუტევოთ მათ ეს ვალი.
5:11დღესვე დავუბრუნოთ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ასეულობით ვერცხლი, პური, ღვინო და ზეითუნის ზეთი, სარგებელში რომ აიღეთ მათგან.
5:12თქვეს: დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ. მღვდელს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რათა ის სიტყვა შეესრულებინათ.
5:13გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არშეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.
5:14იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.
პარალელური ადგილები: ნეემია 5:12
- ეზრა 10:5ადგა ეზრა და დააფიცა მღვდელთა მთავრები ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ასე მოიქცეოდნენ. მათაც დაიფიცეს.
- იერემია 34:8სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ აღთქმა დაადებინა მთელ ხალხს, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ აზატობა გამოეცხადებინათ,
- იერემია 34:10დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებულთ, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავის ყმებსა და მხევლებს და აღარ ეყოლებოდათ ყმა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
- ნეემია 13:25დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.
- ნეშტთა შორისა ბ 15:13ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.
- ნეშტთა შორისა ბ 15:14ეფიცებოდნენ უფალს დიდის ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით.
- ეზრა 10:12ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.
- ნეემია 10:29შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,
განაგრძე კითხვა: ნეემია 5
სრულად წაიკითხე: ნეემია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში