
ნეემია 5:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იყვნენ ისეთები, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენ, ჩვენი ქალ-ვაჟებით, ბევრნი ვართ, პური გვინდა ვიშოვოთ, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთ.
ნეემია 5:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 5:2 კონტექსტში
5:1დიდი დრტვინვა ატყდა ხალხში და მათ დედაკაცებში მათი იუდაელ მოძმეების წინააღმდეგ.
5:2იყვნენ ისეთები, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენ, ჩვენი ქალ-ვაჟებით, ბევრნი ვართ, პური გვინდა ვიშოვოთ, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთ.
5:3იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენს ყანებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ ამ შიმშილობის ჟამს ხორბლის საშოვრადო.
5:4იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარკის გადასახდელადო.
პარალელური ადგილები: ნეემია 5:2
- ფსალმუნები 128:2შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
- ფსალმუნები 128:4აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
- მალაქია 2:2თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.
- შესაქმე 43:8უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.
- შესაქმე 41:57ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე.
- ფსალმუნები 127:3აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
- ფსალმუნები 127:5ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
- შესაქმე 42:2უთხრა: აჰა, შევიტყვე, პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 5
სრულად წაიკითხე: ნეემია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში