
ნეემია 5:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძალიან მეწყინა, როდესაც მათი დრტვინვა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.
ნეემია 5:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 5:6 კონტექსტში
5:4იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარკის გადასახდელადო.
5:5ახლა, ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორიც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.
5:6ძალიან მეწყინა, როდესაც მათი დრტვინვა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.
5:7მაგრამ გულმა მიკარნახა და დავა დავუწყე დიდებულებს, თავკაცებს და ვუთხარი თქვენს მოძმეთაგან ვახშს იღებთ-მეთქი. მათ წინააღმდეგ დიდი კრებული მოვიწვიე.
5:8და ვუთხარი: წარმართებს მიყიდული ჩვენი იუდაელი მოძმენი გამოვისყიდეთ, რამდენადაც შეგვეძლო თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით და ჩვენ გვეყიდებიან ისინი. ისინი კი დუმდნენ, სიტყვას ვერ პოულობდნენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 5:6
- ნეემია 13:25დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.
- რიცხვთა 16:15დიდად გაჯავრდა მოსე და უთხრა უფალს: ნუ მიხედავ მათ ძღვენს. ერთი ვირიც არ წამირთმევია მათთვის, ერთი მათგანისთვისაც არ მიწყენინებია.
- გამოსვლა 11:8ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული.
- ეფესელთა მიმართ 4:26მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
- მარკოზის სახარება 3:5რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.
- ნეემია 13:8ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 5
სრულად წაიკითხე: ნეემია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში