
ნეემია 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.
ნეემია 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 6:12 კონტექსტში
6:10შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.
6:11ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.
6:12მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.
6:13იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.
6:14ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 6:12
- ეზექიელი 13:22რადგან სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო.
- კორინთელთა მიმართ ა 12:10ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
- ეზექიელი 13:19შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
- მოციქულთა საქმენი 20:33არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
- იერემია 14:14მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.
- გამოცხადება 18:13დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:3ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.
- ეზექიელი 13:7განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს?
განაგრძე კითხვა: ნეემია 6
სრულად წაიკითხე: ნეემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში