
ნეემია 7:72 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენმა ხალხმა შესწირა ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო შესამოსელი.
ნეემია 7:72 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 7:72 კონტექსტში
7:70ზოგიერთმა მამისსახლის თავკაცმა სამუშაოსთვის მესაწირავი გაიღო; თირშათამ შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი.
7:71მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსთვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი.
7:72დანარჩენმა ხალხმა შესწირა ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო შესამოსელი.
7:73დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 7
სრულად წაიკითხე: ნეემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში