
ნეემია 9:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ შენ რჯულს, ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებსა და შეგონებებს, რომლითაც მათ შეაგონებდი.
ნეემია 9:34 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 9:34 კონტექსტში
9:32ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო, აღთქმისა და მადლის შემნახველო, ნუღარ იცოტავებ ყველა იმ შეჭირვებას, ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამა-პაპასა და მთელ ჩვენს ხალხს რომ შეგვემთხვა აშურის მეფეთა დროიდან დღესამომდე.
9:33შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, ვინაიდან შენ წრფელად იქცეოდი, ჩვენ კი ბოროტებას ჩავდიოდით.
9:34ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ შენ რჯულს, ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებსა და შეგონებებს, რომლითაც მათ შეაგონებდი.
9:35არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენ მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.
9:36აჰა, დამონებული ვართ დღეს; აჰა, იმ ქვეყანაში, ჩვენ მამა-პაპას რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და დოვლათით ესაზრდოვა, დამონებული ვართ.
პარალელური ადგილები: ნეემია 9:34
- იერემია 29:19იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.
- მეორე სთვლისაება 31:21მაგრამ როცა შეემთხვევათ ბევრი უბედურება და გაჭირვება, მოწმე იქნება ეს სიმღერა მათთვის, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; რადგან ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში შევიყვანდე.
- ნეემია 9:30მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში.
განაგრძე კითხვა: ნეემია 9
სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში