გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 9:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 9:5

ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.

ნეემია 9:5 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 9:5 კონტექსტში

9:3იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.

9:4იესო, ბანი, ყადმიელი, შებანია, ბენი, შერებია, ბანი, ქენანი ლევიანთა ამაღლებულზე შედგნენ და ღაღადით მოუხმეს უფალს, თავიანთ ღმერთს.

9:5ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.

9:6უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვები და რაც მათშია; ამის ყველაფერის მაცოცხლებელი შენა ხარ და ზეცის მხედრობა შენ გეთაყვანება.

9:7შენ სწორედ ის უფალი და ღმერთი ხარ, აბრამი რომ ამოარჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და სახელად აბრაამი უწოდე;

პარალელური ადგილები: ნეემია 9:5

განაგრძე კითხვა: ნეემია 9

სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში