
რიცხვთა 1:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
რიცხვთა 1:24 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 1:24 კონტექსტში
1:22სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
1:23სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.
1:24გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
1:25გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.
1:26იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 1:24
- რიცხვთა 26:15გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო,
- რიცხვთა 26:18ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი.
- შესაქმე 30:10უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი.
- შესაქმე 30:11თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი.
- შესაქმე 49:19გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
- რიცხვთა 2:14გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე,
- რიცხვთა 2:15და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.
- შესაქმე 46:16გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 1
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში