
რიცხვთა 10:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასეთი იყო ისრაელიანთა სვლის რიგი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი.
რიცხვთა 10:28 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 10:28 კონტექსტში
10:26აშერიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელ ყაქრანის ძე.
10:27ნაფთალიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ახირაყ ყენანის ძე.
10:28ასეთი იყო ისრაელიანთა სვლის რიგი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი.
10:29უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე.
10:30მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 10:28
- რიცხვთა 2:34ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად.
- რიცხვთა 24:4ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
- რიცხვთა 24:5რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ!
- კოლასელთა მიმართ 2:5ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
- ქებათა ქება 6:10ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?
- კორინთელთა მიმართ ა 14:40მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
- რიცხვთა 10:35როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი.
- რიცხვთა 10:36დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრათასეულთან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 10
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში