
რიცხვთა 11:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.
რიცხვთა 11:31 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 11:31 კონტექსტში
11:29უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!
11:30წავიდა მოსე ბანაკში და გაჰყვნენ მას ისრაელის უხუცესები.
11:31ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.
11:32ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელი ის დღე, მთელი ღამე, მთელი მეორე დღე; ყველაზე ცოტას შემგროვებელმა ათი ხომერი წაიღო. დაიწყვეს თავისთვის ბანაკის გარშემო.
11:33ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 11:31
- გამოსვლა 16:13საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი.
- ფსალმუნები 105:40ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
- ფსალმუნები 78:26აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
- ფსალმუნები 78:29ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
- გამოსვლა 10:13მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.
- გამოსვლა 15:10სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
- გამოსვლა 10:19შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.
- ფსალმუნები 135:7ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 11
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში