
რიცხვთა 11:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
რიცხვთა 11:34 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 11:34 კონტექსტში
11:32ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელი ის დღე, მთელი ღამე, მთელი მეორე დღე; ყველაზე ცოტას შემგროვებელმა ათი ხომერი წაიღო. დაიწყვეს თავისთვის ბანაკის გარშემო.
11:33ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს.
11:34დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
11:35კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკან დაიძრა ხალხი და მოადგნენ ხაცეროთს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 11:34
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 11
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში