
რიცხვთა 12:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა.
რიცხვთა 12:15 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 12:15 კონტექსტში
12:13შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები.
12:14უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს.
12:15შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 12:15
- მეორე სთვლისაება 24:8არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ, ისე გააკეთოთ.
- მეორე სთვლისაება 24:9გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.
- გლოვა იერემიასი 3:32კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;
- მიქა 7:8ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
- მიქა 7:9დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.
- მიქა 6:4ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი.
- აბაკუმი 3:2უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუა ძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი მახსოვს შეწყალება.
- გამოსვლა 20:12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 12
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში