
რიცხვთა 12:3, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
რიცხვთა 12:3 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რიცხვთა 12:3
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “რჩეული, დიდი სასწაულმოქმედი, თავისი სასწაულებით უფალი იესო ქრისტეს წინასახეც კი, გამარჯვებული ეგვიპტეში და უდაბნოში, ხალხის წინამძღოლი, როგორ არ უნდა ყოფილიყო ამაყი? მაგრამ ამაყი რომ ყოფილიყო, ის არ იქნებოდა ის, ვინც იყო.”
რიცხვთა 12:3 კონტექსტში
12:1კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.
12:2ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.
12:3მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
12:4უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი.
12:5ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 12:3
- მათეს სახარება 11:29დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
- იაკობის ეპისტოლე 3:13ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:5მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
- მათეს სახარება 5:5ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:11უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.
- ფსალმუნები 147:6გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
- რიცხვთა 20:10შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
- რიცხვთა 20:12უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 12
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში