რიცხვთა 13
1მერე დაიძრა ხალხი ხაცოროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
3გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.
4გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ; ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ.
5აი, მათი სახელები: რეუბენის შტოდან - შამუაყ ზაქურის ძე;
6სიმონის შტოდან - შაფატ ხორის ძე;
7იუდას შტოდან - ქალებ იეფუნეს ძე;
8ისაქარის შტოდან - იგალ იოსების ძე;
9ეფრემის შტოდან - ოსია ნუნის ძე;
10ბენიამინის შტოდან - ფალტი რაფუს ძე;
11ზებულონის შტოდან - გადიელ სოდის ძე;
12იოსების შტოდან, მენაშეს შტოდან - გადი სუსის ძე;
13დანის შტოდან - ყამიელ გემალის ძე;
14აშერის შტოდან - სეთურ მიქაელის ძე;
15ნაფთალის შტოდან - ნახში ვოფსის ძე;
16გადის შტოდან - გეუელ მაქის ძე.
17ესენია იმ კაცთა სახელები, რომლებიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერავად. დაარქვა მოსემ ოსია ნავეს ძეს იესო.
18გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.
19მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
20როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
21როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
22წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.
23გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი - ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული.
24მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.
25ამ ადგილს უწოდეს ეშქოლის (მტევნის ხევი) იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა.
26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
27წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელ საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელ საზოგადოებას, აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.
29ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
30ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.
31ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.
32სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
33ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
34იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.
საქართველოს საპატრიარქო