
რიცხვთა 14:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
რიცხვთა 14:2 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 14:2 კონტექსტში
14:1ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
14:2აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
14:3რისთვის მოგვიყვანა უფალმა ამ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი დედა-წული ტყვედ ჩავარდება? განა უმჯობესი არ იქნება, თუ ეგვიპტეში დავბრუნდებით?
14:4უთხრეს ერთმანეთს: დავიყენოთ მეთაურები და გავბრუნდეთ ეგვიპტეში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 14:2
- გამოსვლა 15:24შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?
- რიცხვთა 16:41აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი.
- გამოსვლა 17:3ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
- ფილიპელთა მიმართ 2:14ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
- ფილიპელთა მიმართ 2:15რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
- იუდას ეპისტოლე 1:16ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.
- რიცხვთა 14:27როდემდის უნდა მებუზღუნებოდეს ეს ბოროტი საზოგადოება? მესმის მე ისრაელიანთა ბუზღუნი, რომ მებუზღუნებიან.
- რიცხვთა 14:29ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 14
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში