
რიცხვთა 15:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად.
რიცხვთა 15:13 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 15:13 კონტექსტში
15:11ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარზე ან ვერძზე კრავზე თუ თიკანზე.
15:12რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.
15:13თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად.
15:14თუ თქვენი მდგმური ან სხვა ვინმე, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენ შორის, დაამზადებს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად, თქვენსავით უნდა მოიქცეს ისიც.
15:15შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 15
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში