
რიცხვთა 15:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა კურატს გაამზადებ აღსავლვნად ან აღთქმულ საკლავად ან სამადლობელად უფლისათვის,
რიცხვთა 15:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 15:8 კონტექსტში
15:6ვერძზე დაამზადე ძღვენი: მესამედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი.
15:7და ღვინო უნდა მიიტანო საღვრელად, მესამედი ჰინი, უფლისათვის სურნელებად.
15:8როცა კურატს გაამზადებ აღსავლვნად ან აღთქმულ საკლავად ან სამადლობელად უფლისათვის,
15:9კურატს უნდა მიაყოლო ძღვენი: ნახევარ ჰინი ზეთში აზელილი მესამედი ეფა გამტკიცული ფქვილი,
15:10ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 15:8
- ლევიანი 3:1თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.
- ლევიანი 7:11ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
- ლევიანი 7:18თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს.
- ლევიანი 1:3თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 15
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში