
რიცხვთა 16:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ელაპარაკე საზოგადოებას: განერიდონ ყოველის მხრიდან დათანისა და კორახის სადგომს.
რიცხვთა 16:24 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:24 კონტექსტში
16:22პირქვე დაემხვნენ და თქვეს: ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელ საზოგადოებაზე მრისხანებ?
16:23ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
16:24ასე ელაპარაკე საზოგადოებას: განერიდონ ყოველის მხრიდან დათანისა და კორახის სადგომს.
16:25ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან, თან გაჰყვა ისრაელის უხუცესობა.
16:26ასე ელაპარაკა საზოგადოებას: განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:24
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში