
რიცხვთა 16:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განერიდნენ ყოველი მხრიდან კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; დათანი და აბირამი კი გამოსულიყვნენ და თავ-თავისი კარვების შესასვლელთან იდგნენ - ცოლებით, შვილებითა და ჩვილი ბავშვებითურთ.
რიცხვთა 16:27 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:27 კონტექსტში
16:25ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან, თან გაჰყვა ისრაელის უხუცესობა.
16:26ასე ელაპარაკა საზოგადოებას: განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ.
16:27განერიდნენ ყოველი მხრიდან კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; დათანი და აბირამი კი გამოსულიყვნენ და თავ-თავისი კარვების შესასვლელთან იდგნენ - ცოლებით, შვილებითა და ჩვილი ბავშვებითურთ.
16:28თქვა მოსემ: ამით გაიგებთ, რომ უფალმა გამომგზავნა მთელი ამ საქმის აღსასრულებლად, რომ ჩემი ნება არ ყოფილა.
16:29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:27
- იგავესნი 16:18დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
- იობი 9:4გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
- ესაია 28:14ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში!
- იგავესნი 18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
- იობი 40:10აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!
- იობი 40:11აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე!
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში