
რიცხვთა 18:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის.
რიცხვთა 18:17 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 18:17 კონტექსტში
18:15ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.
18:16მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა.
18:17მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის.
18:18მათი ხორცი შენ გეკუთვნის, ისევე როგორც მისართმეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი გეკუთვნის შენ.
18:19მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:17
- მეორე სთვლისაება 15:19ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას.
- მეორე სთვლისაება 15:22თქვენ-თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჭამეთ გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
- გამოსვლა 29:16დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.
- ლევიანი 3:2დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
- ლევიანი 3:5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში