
რიცხვთა 18:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელაპარაკა უფალი აარონს: აჰა, გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურისგდებას; ისრაელიანთა მთელ შემოწირულობას გაძლევ წილად შენ და შენს შვილებს სამარადისო წესით.
რიცხვთა 18:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 18:8 კონტექსტში
18:6აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.
18:7შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
18:8ელაპარაკა უფალი აარონს: აჰა, გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურისგდებას; ისრაელიანთა მთელ შემოწირულობას გაძლევ წილად შენ და შენს შვილებს სამარადისო წესით.
18:9აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.
18:10წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:8
- ლევიანი 6:16რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ.
- გამოსვლა 40:13შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.
- გამოსვლა 29:29წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სცხონ მათ და აუვსონ ხელი.
- ლევიანი 6:18ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.
- ლევიანი 7:6ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
- გამოსვლა 40:15სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
- ლევიანი 21:10მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
- მეორე სთვლისაება 26:13თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოვაცილე სახლს წმიდა წილი და მივეცი კიდეც ლევიანს, მდგმურს და ქვრივ-ობლებს შენი ანდერძის თანახმად, როგორც დამარიგე. არ გადავსულვარ შენს მცნებას და არც დამვიეყნია.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში