
რიცხვთა 19:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფურის დამწველმაც გაირეცხოს წყალში შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი. უწმიდური იქნება საღამომდე.
რიცხვთა 19:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 19:8 კონტექსტში
19:6აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი და ჭიაფერი ნართი და ჩააგდოს ცეცხლში, სადაც ფური იწვის.
19:7გაირეცხოს შესამოსელი მღვდელმა, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. საღამომდე უწმიდური იქნება მღვდელი.
19:8ფურის დამწველმაც გაირეცხოს წყალში შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი. უწმიდური იქნება საღამომდე.
19:9შეაგროვოს ვინმე სუფთამ ფურის ნაცარი და დაყაროს ბანაკის გარეთ, სადმე სუფთა ადგილზე. ექნება ისრაელიანთა საზოგადოებას გამაწმიდავებელი წყლისთვის. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
19:10შესამოსელი გაირეცხოს ფურის ნაცრის შემგროვებელმა და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ასე იყოს სამარადისო წესად ისრაელიანთათვის და მდგმურთათვის, თქვენ შორის რომ მდგმურობენ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 19
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში