
რიცხვთა 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,
რიცხვთა 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 2:3 კონტექსტში
2:1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
2:2თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს.
2:3წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,
2:4და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.
2:5მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 2:3
- ნეშტთა შორისა ა 2:10რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
- რუთი 4:20ყამინაბადმა შვა ნახშონი, ნახშონმა თქვა სალმონი,
- რიცხვთა 10:14იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე.
- რიცხვთა 10:16ზებულონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბ ხელონის ძე.
- ლუკას სახარება 3:32იესესი, იობედისა, ბოოსისა, სალმონისა, ნაასონისა,
- ლუკას სახარება 3:33ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,
- რიცხვთა 1:7იუდადან: ნახშონ ყამინადაბის ძე;
- ნეშტთა შორისა ა 5:2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 2
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში