
რიცხვთა 2:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.
რიცხვთა 2:31 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 2:31 კონტექსტში
2:29ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე,
2:30და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.
2:31დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.
2:32ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
2:33ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 2:31
- რიცხვთა 10:25დაიძრა დანიანთა ბანაკის დროშა ყველა ბანაკის ჩამკეტად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერ ყამიშადის ძე.
- რიცხვთა 2:16რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
- რიცხვთა 2:24ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი.
- რიცხვთა 2:9იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 2
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში